„გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ მხარდაჭერა დავადასტურო“ – ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოშია და შესაბამის ფოტოებს X-ზე ავრცელებს:
„გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ მხარდაჭერა დავადასტურო. აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია“ – წერს უზრა ზეია X-ზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
გამარჯობა! Landed in Tbilisi to underscore our unwavering support for Georgia’s sovereignty & territorial integrity and to the 🇬🇪 people, including their rights to free & fair elections and freedom of association & expression. 🇺🇸 has grave concerns about Georgian government… pic.twitter.com/Y4HZhajoKh
— Under Secretary Uzra Zeya (@UnderSecStateJ) July 11, 2024