LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აშშ-ში არსებული ვითარება სხვა არჩევანს არ მიტოვებს” – ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

65
დონალდ ტრამპი

მართალია, ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც აშშ-ის ბედი და მომავალი ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ანდეს, თუმცა ეს დრო საკმარისი არმოჩნდა შტატების ყოფილი ლიდერისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილება მიეღო – კვლავ იყაროს კენჭი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და ქვეყნის მართვა გადაიბაროს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მას სხვა არჩევანს არ უტოვებს.

Foxnews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტად 2024 წელს, ტრამპი პასუხობს: “მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვა არჩევანი გვექნება, ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ სხვა გზა არ გვაქვს”.

ტრამპმა მედიასაშუალებასთან საუბრის დროს ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის გამოც და ამ ქმედებას მან უწოდა “უდიდესი სირცხვილი ქვეყნის ისტორიაში”.

“სირცხვილია, როდესაც თქვენ უყურებთ რა მოხდა, უყურებთ ავღანეთს და სიკვდილს უმიზეზოდ, უბრალოდ უმიზეზოდ. ხალხს უნდა ჩემთან საუბარი, მათ არ სურთ ბაიდენთან საუბარი.” – თქვა ტრამპმა.

magti 5g