აშშ-ში ტეხასის შტატში, ავიაშოუში მონაწილე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის პილოტთა ასოციაციამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა.