ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში ყოველწლიურ ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2025” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 200-მდე ალკოჰოლური სასმელი.

რიგით 42-ე ფესტივალის ათასობით სტუმარს, სამი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა მიეცა, 20 სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული სემინარი და დეგუსტაცია, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებოდნენ.
