LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში „კლანის“ წევრ მოსამართლეებზე სანქციების დაწესება უმაღლეს დონეზე განიხილება: ბადრი ჯაფარიძე

43
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ში „კლანის“ წევრ მოსამართლეებზე სანქციების დაწესება უმაღლეს დონეზე განიხილება.

როგორც ბადრი ჯაფარიძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს, „იმისთვის, რომ საქართველოში „კლანის გავლენა და პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილებების მიღება აღარ ხდებოდეს, აუცილებელია ეს ნაბიჯი განხორციელდეს“.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ ამერიკელი მეგობრები აბსოლუტურად სერიოზულად არიან განწყობილნი ამ მიმართულებით, პროცესი არის დაძრული. ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ ეს სანქციები ამოქმედდება. რა თქმა უნდა პროცესი მოითხოვს დროს, მაგრამ, რაც მთავარია, ის დაძრულია“, – აცხადებს ჯაფარიძე.

„სენატში გვქონდა საუბარი, პროცესი არის დაძრული, ჩაერთვება სახელმწიფო დეპარტამენტი. პირველ ეტაპზე საუბარია კონკრეტულ მოსამართლეებზე, სანქციების მოგზაურობის შეზღუდვის მიმართულებით დაწესებაზე. მოსამართლეებზე, რომლებიც კლანის გავლენის გაძლიერებასა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში არიან შემჩნეულნი. ასეთი რამ გაკეთდა ბულგარელ, ასევე ალბანელ მოსამართლეთა მიმართებაში და ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვათ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და სასამართლოზე იმგვარი გავლენის არსებობას, როგორიც დღეს გვაქვს საქართველოში. ვგულისხმობ კლანის გავლენას და ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, მოსამართლეების მხრიდან. იმისთვის, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ ხდებოდეს, აუცლებელია განხორციელდეს ეს ნაბიჯი. ამერიკელი მეგობრები აბსოლუტურად სერიოზულად არიან განწყობლინი ამ მიმართულებით, პროცესი არის დაძრული. ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ ეს სანქციები ამოქმედდება. რა თქმა უნდა პროცესი მოითხოვს დროს, მაგრამ, რაც მთავარია, ის დაძრულია.

ჩვენ მოვისმინეთ, რომ აშშ-ში უმაღლეს დონეზე განიხილება იმ მოსამართლეთათვის სანქციების დაწესება, რომლებიც საქართველოში ინარჩუნებენ კლანს და კვებავენ ამ კლანს“, – აცხადებს ჯაფარიძე.

სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა ბადრი ჯაფარიძემ, გრიგოლ გეგელიამ და სალომე სამადაშვილმა, ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს წარმომადგენელთა პალატაში, სენატსა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

magti 5g