LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მიტოვებულ ავტომობილებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ

120
cars

გასული 6 თვის განმავლობაში კალიფორნიის ოკლენდში 14 000 მიტოვებული მანქანა იპოვეს. ტელეარხი ABC 7 News-ის ინფორმაციით, სიტუაცია ყოველ თვე უფრო და უფრო უარესდება. ამასთან, ადგილობრივებიც მუდმივად ჩივიან უპატრონოდ მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სახლებთან, სკოლებთან თუ სხვა დაწესებულებებთან მისასვლელ გზებს უკეტავენ. ამასთან დაკავშირებით ამერიკელმა ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, ქუჩაში ტელევიზიებთან ერთად გაესეირნათ და პრობლემის მასშტაბები უკეთ შეეფასებინათ.

საათნახევრიანი მოგზაურობის დროს გადამღებმა ჯგუფმა დაახლოებით 50 მიტოვებული ავტომობილი აღმოაჩინა. ამ მანქანების უმრავლესობა მოპარული და ნაწილებად დაშლილი იყო. სხვა სატრანსპორტო საშუალებები კი პირდაპირ პარკინგის ადგილზე გაძარცვეს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, პოლიცია მხოლოდ იმ ავტომობილებზე რეაგირებს, რომლებიც კერძო სახლების შესასვლელებს ბლოკავენ. სხვა მანქანების ევაკუაციით დაკავებულია ადგილობრივი დეპარტამენტის სპეციალური სამსახური, რომელიც ევაკუატორების სერიოზულ სიმცირეს განიცდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები