LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში საწვავის ფასმა კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

46
sawvavi

აშშ-ში საწვავის ფასი ისევ იზრდება: რამდენიმე დღის წინ მორიგი რეკორდი დაფიქსირდა, როცა ერთი გალონის ფასი 4,919 დოლარამდე გაიზარდა. შედარებისთვის მხოლოდ ერთი კვირის წინ საშუალო მაჩვენებელი 4,6 დოლარი, ხოლო ერთი წლის წინ მხოლოდ 3 დოლარი იყო. ამასთან, ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული საწვავი ისევ კალიფორნიის შტატშია. იქ პოპულარული ბრენდის Regular-ის ბენზინის ფასი 6,371 დოლარია.

ამ გაზაფხულს აშშ-ში ბენზინის და დიზელის ფასის რეკორდი რამდენჯერმე მოიხსნა. ფასები კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე 2009 წელს საწვავის კრიზისის დროს იყო. მაისის შუა რიცხვებში ღირებულებამ 4,47 და 5,57 დოლარს მიაღწია.

სპეციალისტთა შეფასებით, მიუხედავად რეკორდული ფასებისა ავტომფლობელები საწვავზე უარს მაინც არ ამბობენ. თუმცა, რაღაც მომენტში შესაძლოა მძღოლები ამხელა ფასს ვეღარ გაუმკლავდნენ და ცხოვრების სტილი შეიცვალონ. თუმცა, ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა.

ექსპერტთა პროგნოზით საწვავის ფასი არ დაიკლებს მანამ, სანამ აშშ-ს მთავრობა ინფლაციას არ დაამარცხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები