აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ვიზის მისაღებად პოტენციურმა ემიგრანტმა თავისი სოციალური ქსელების ანგარიშები უნდა წარადგინოს.
როგორც „BBC“ იუწყება, სიახლე ივნისიდან ამოქმედდა.
ამიერიდან აშშ-ში გასამგზავრებლად საჭირო ვიზის მისაღებად მოქალაქემ საელჩოს თანამშრომლებს სოციალურ ქსელში მისი გვერდის მისამართი უნდა წარუდგინოს. თუ აპლიკანტი მოიტყუება, მან შესაძლოა ვიზა ვერ მიიღოს.
ამას გარდა, აშშ-ის ვიზის მისაღებად საჭიროა ბოლო ხუთიწლის განმავლობაში გახსნილი ელექტრონული ფოსტის მისამართების წარდგენა.
ფედერალური მთავრობა აღნიშნავს, რომ მსგავსი რეგულაცია უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, „ბოლო წლებში სოციალური ქსელები ტერორისტული აქტივობის მნიშვნელოვან მოედნად გადაიქცა.“
სოციალური ქსელების ანგარიშების ისტორიის წარდგენის გარდა, აპლიკაციის შევსებისას, სავალდებულო იქნება ძველი ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტების, წინა საიმიგრაციო დარღვევებისა და ოჯახის ნებისმიერი წევრის ტერორისტული საქმიანობის მითითება.