LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასპინძაში მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს – გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი შურისძიება იყო

141
მკვლელობა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 46 წლის მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

ინციდენტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა.

როგორც ადგილობრივები „კურიერთან“ საუბარში ჰყვებიან, რომ მოკლული შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მანქანით გადაადგილებისას, მკვლელობაში დამნაშავის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

დაზარალებულმა კი მის საცხოვრებელ ადგილს მიაკვლია და შური იძია.

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. 46 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები