Audi–მ დიდი ყურადღება მიიპყრო Concept C–თ, რომლის მსოფლიო პრემიერაც 2025 წლის IAA Mobility შოუზე, მიუნხენში შედგა. თავიდან ბევრი ამბობდა, რომ ელექტრო კონცეპტი იქნებოდა Audi TT-ის შემცვლელი, თუმცა აღმოჩნდა, რომ Concept C ზომით ბევრად დიდი იყო TT–ზე. შემდეგ კი გაჩნდა ჭორები, რომ სიახლე შესაძლოა R8-ის შემცვლელიც ყოფილიყო.
Audi–ს წარმომადგენლები ამ განცხადებებს უარყოფენ. ავტომობილი, რომელიც შემდეგ წელს საწარმოებლად გამოვა, ორადგილიანი ელექტრო სპორტქარი იქნება და
ოფიციალური სახელის გარეშეა ცნობილი (შესაძლოა, სახელში ეწეროს E-tron). ეს მოდელი TT–სა და R8–ს გააერთიანებს, თუმცა არც ერთს არ შეცვლის.
თუმცა ოფიციალური ინფორმაცია TT-ის ან R8-ის მომდევნო მოდელებზე ჯერ არ გამოცხადებულა, Audi–მ კი კონცეპტი ისე შექმნა, რომ TT–ს სულს ასახავს, აქვს R8–ის სტილის ელემენტები და 2000 წლის Rosemeyer კონცეფტს ჰგავს ძალიან.
ახალი დიზაინი ნებისმიერ ძრავაზე მუშაობს
Audi აცხადებს, რომ Concept C-ის დიზაინი 2027 წლის სტილისტიკის წინაპირობა გახდება. ახალ სპორტქარს მსოფლიო ბაზარზე გასვლის განზრახვა აქვს, მათ შორის აშშ–შიც. დიზაინი ადაპტირებადია როგორც შიდა წვის ძრავებისთვის, ისე ელექტროძრავებისთვის, თუმცა კონცეპტის სერიული ვერსია მთლიანად ელექტრო იქნება.
ორადგილიანი ელექტრო სპორტული ავტომობილების სეგმენტი ჯერ კიდევ არ არის გადატვირთული. Audi–ს ავტომობილი შეუერთდება ელექტრო 718 Porsche Cayman–ს, რომელიც იმავე ელექტრო ძრავთა პლატფორმაზე აშენდება, რომელსაც Volkswagen Group ავითარებს.
აშშ–ში ფასის თვალსაზრისით, ახალი Audi TT-ის $60,000–სა და R8-ის $160,000–ს შორის იქნება, ანუ მოსალოდნელია დაახლოებით $90,000–$100,000.






