LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AUDI ახალ ელექტრო კროსოვერს  რგოლების გარეშე გამოუშვებს

111
AUDI ახალ ელექტრო კროსოვერს  რგოლების გარეშე გამოუშვებს

გერმანულ-ჩინურმა ბრენდმა AUDI, რომელიც ჩინეთში Audi-სა და SAIC-ის ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მუშაობს, ამჯერად ახალ ელექტრო კროსოვერზე დაიწყო მუშაობა.

პაპარაცებმა კამუფლაჟში გამოწყობილი ავტომობილი სატესტო მსვლელობისას უკვე გადაიღეს.

ახალი მოდელი, როგორც ვარაუდობენ, ტექნიკურად ძალიან ჰგავს AUDI E5 Sportback-ს, რომელიც ბრენდის პირველი ავტომობილი გახდა, „რგოლების გარეშე“.

მიუხედავად ახალი დიზაინისა, მანქანის ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ შთამბეჭდავია:

საბაზისო ვერსია – უკანა წამყვანი, 295 ცხ.ძ. სიმძლავრით;

გაძლიერებული მოდიფიკაციები – 518 და 776 ცხ.ძ.-მდე;

გაყიდვები, სავარაუდოდ შემდეგ წელს დაიწყება.

ახალი მოდელის წინამორბედმა AUDI E5 Sportback-მა ჩინეთში უდიდეს წარმატებას მიაღწია:

გაყიდვების დაწყებიდან 30 წუთში  10 000-ზე მეტი ავტომობილი დაიჯავშნა.

ეს იყო პირველი მოდელი, რომელიც  ბრენდის ახალი იდენტობით გამოვიდა.

AUDI სრულად დიდი ასოებით და ლოგოს გარეშე, რაც გერმანული ბრენდისთვის სიმბოლურად  ახალი ერის დაწყებას აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები