LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Auto Trade-მა საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი შეადგინა

106

პორტალმა Auto Trader-მა საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი შეადგინა. უფრო ზუსტად კი ექსპერტებმა ბაზრის უახლესი მოდელები შეისწავლეს და რეიტინგი სწორედ ამ ინფორმაციის გამოყენებით შედგა.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 10 ათასი ავტომოყვარულის აზრით, 2017 წლის საუკეთესო მოდელი Jaguar XF-ის სედანია. მთელი ოჯახისთვის საუკეთესო ავტომობილად კი ანალიტიკოსებმა Mercedes-Benz E-Class დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მანქანამ ბევრ პოპულარულ სუპერქარს აჯობა. ქალაქში სასიარულოდ საუკეთესო ავტომობილად Mini Hatchback შეირჩა, ხოლო ფასისა და ხარისხის შეფარდებით ლიდერი – Skoda Yeti-ია. საინტერესოა, რომ ავტომოყვარულთა აზრით, ყველაზე მხიარული ავტომობილი Audi TT-ია, თუმცა ნამდვილი მძღოლები მაინც Ford Fiesta-ს ირჩევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები