LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რჩევა უკეთესი სექსისთვის

745
1800ss-getty-rf-couple-under-covers

კარგი სექსი ჯანმრთელობაა
სექსი ეს მხოლოდ გართობა არ არის. ეს პროცესი ჰორმონების მოზღვავებასთან და განწყობის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული. რეგულარულ სექსი ჯანმრთელ გულს, ნაკლებ სტრესსა და დეპრესიას, ასევე უკეთეს ძილს ნიშნავს.

ეკონტაქტე შენს პარტნიორს
იმ წყვილებს, რომელიც ერთმანეთს თავის სურვილებს უზიარებენ, ყველაფერზე გულწრფელად საუბრობენ, უკეთესი სექსი და უფრო ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ. აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს პარტნიორს რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ. არ დამალოთ თქვენი ყველაზე ინტიმური ფანტაზიებიც კი.

სცადე რაღაც განსხვავებული
დაანგრიეთ ჩარჩოები და გახადეთ თქვენი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი. გამოცადეთ როლური თამაშები, შეეხეთ ერთმანეთს განსხვავებულად. მოკლედ, გამოცადეთ ყველაფერი და ბოლოს მიხვდებით თუ რა არის თქვენთვის საუკეთესო გზა სიამოვნების მისაღებად.

ვარჯიში
ვარჯიშის დამსახურებით საწოლში თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. ვარჯიში ტონუსს ამაღლებს და სექსუალურობის შეგრძნებას ზრდის. ზუსტი კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენი ვარჯიშია საჭირო სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად – არ არსებობს, თუმცა დაიწყეთ სტანდარტული რეკომენდაციებით – კვირაში 2-3 დღე მაინც დაიტვირთეთ.

არ იჩქარო
რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, სექსი არის ის პროცესი, რომელსაც აჩქარება ნამდვილად არ უხდება. ნუ დაზოგავთ დროს თქვენი სიამოვნებისთვის.

იყავი მოსიყვარულე
ყველა რომანტიკული შეხვედრა აუცილებლად სექსით არ უნდა დასრულდეს. თქვენ და თქვენს პარტნიორს სიამოვნების მიღება მრავალი გზით შეგიძლიათ. იქნება ეს ცხელი აბაზანა, მასაჟი თუ უბრალოდ ჩახუტება.

მოდუნდი
სექსი ძლიერი სტრესის შემამსუბუქებელია, თუმცა რთულია განწყობის შექმნა მაშინ, როდესაც ზედმეტად დაძაბული ხარ. რთული დღის შემდეგ გააკეთეთ რაღაც დამამშვიდებელი ერთად, რათა კარგად დაისვენოთ. მოუსმინეთ მუსიკას, დაკავდით მედიტაციით. არაერთო კვლევა ადასტურებს, რომ მედიტაცია და საკუთარი თავის შეცნობა სექსზე მხოლოდ დადებითაც მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები