დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სიხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ მეტად დაისვენეთ და მიიღეთ წამლების პროფილქატიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ხელსაქმისთვის, კულინარიული საქმიანობისთვის, დალაგებისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ბავშვის ჩასახვისთვის, მოერიდეთ, ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ბინის შეცვლასა და სესხის აღებას.

ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭ-ნაწლავის ზონა, მკერდი, გული და ხერხემალი, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ლიმნისფერი, მწვანე, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ყვითელი იასპი, ონიქსი და მარგალიტი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, დღე დაძაბულია სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05