LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

666
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -20:00-დან 01:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს გარისკვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება.

შეასრულეთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი კამათისა და ჩხუბის გარეშე მოაგვაროთ პრობლემური საკითხები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, ბინის კეთილმოწყობისა და დიზაინის შესაცვლელად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფილტვებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ცისფერი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ზურმუხტი, ამეთვისტო და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები