LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

311
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება, ინტუიციურ და მებრძოლ მორიელის ნიშანში, მთვარე კი აქტიურ, კომუნიკაბელურ და ოპტიმისტურ მშვილდოსანში, ამიტომ დღეს ეს ტენდენციები იჩენენ თავს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  კარგი დღეა შემოქმედებითი სამუშაოსთვის, განათლებისა და მეცნიერებისთვის, სახლის გათბობის სისტემის დასამონტაჟებლოად, სასამართლოში სარჩელის შესატანად, მოგზაურობისათვის, უცხოელებთან საკონტაქტოდ, კაპიტალდაბანდებისათვის, იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად.

ნუ დადებთ ხელშეკრულებებს, დღეს მოტყუების ალბათობა დიდია. მჭრელ საგნებთან ფრთხილად იყავით. მოერიდეთ ფულის სესხებასა და გასესხებას. საკვებ რაციონში შეიტანეთ ბრინჯი, ზღვის პროდუქტი და  ბოსტნეული.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი,  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, წითელი და  იისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სერდოლიკი, აქვამარინი, ლაზურიტი და  ქარვა, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავენ.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, ტყუპებისა და სასწორისათვის, დღე დაძაბულია მორიელის, თხის რქასა და თევზებისათვის.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები