LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

575
mishacagareli345

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შესაძლოა ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ინტელექტისა და კომუნიკაციის პლანეტა მერკური 13 დეკემბრამდე გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში, ეს ყველაფერი გააქტიურებს ადამიანებში გონებამახვილობას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმსა და უცხო ენების ათვისების უნარს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სხვათა დახმარებისათვის, საყიდლებისა და გაყიდვებისათვის, ხელს უწყობს ეს დღე კულინარიულ საქმიანობას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ მწვავე თემების განხილვას. ნაკლებად გაამართლებს დღეს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება. დაპირებებს დღეს ნუ გასცემთ.

ჯანმრთელობა

კარგი დღეა ართრიტის სამკურნალოდ. დღეს სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, გული და ხერხემალი.

დღის ფერები და მინერალები –მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, წითელი და ყვითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, ალექსანდრიტი, ოპალი, ბრილიანტი და ქარვა,  ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქებისა და თევზებისათვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებსა და ლომებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები