LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აქტივისტებმა ენდი უორჰოლის BMW-ს 8 კგ. ფქვილი დააყარეს

22
bmw

ეკო-აქტივისტები ბოლო თვეებში სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს ხელოვნების ნიმუშებს და ამჯერად მათი სამიზნე არტ-ქარი გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, იტალიური დაჯგუფების Ultima Generazione-ს წევრები მილანის მუზეუმს ეწვივნენ და ენდი უორჰოლის მიერ 1979 წელს მოხატული BMW W1 ფქვილით მოსვარეს.

აქტივისტების საქციელმა სოც-ქსელებში ნამდვილი აღშფოთება გამოიწვია. გაოგნებულ ხალხს Ultima Generazione-ში უპასუხეს, რომ აბსურდულია ფქვილით დასვრილ BMW-ზე დარდი, როცა ათასობით ადამიანი კლიმატის კრიზისს ეწირება. მათ ისიც დაამატეს, რომ მათი აზრით თანამედროვე საზოგადოება მატერიალური ობიექტებითაა შეპყრობილი და თავისი შვილების მომავლის დაცვაზე არც კი ფიქრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები