LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მსოფლიოში ყველაზე დიდ საკრუიზო ლაინერს ააგებენ

145
კრუიზ-ლაინერი

2027 წლისთვის საფრანგეთში 2 ყველაზე დიდ აფრებიან საკრუიზო ლაინერს ააგებენ. ქარიან ამინდში აფრების გაშლით თითოეული ხომალდი 40%-მდე საწვავის დაზოგვას შეძლებს, რაც ძალიან ეკონომიური იქნება.

აფრების ზომა 1,5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება და ქარიან ამინდში ხომალდი გადაადგილებას მათი დახმარებითაც უპრობლემოდ შეძლებს. ბუნებრივია, ასეთ დროს მავნე გამონაბოლქვის რაოდენობაც იკლებს და გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება.

თითოეული ლაინერი 120 მგზავრზეა გათვლილი, კაიუტების რაოდენობა 54 ერთეული იქნება და თითოეულის ფართობი 70 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, თითოეულ გემზე ორი აუზი და რესტორანიც განთავსდება.

ევროკომისიის ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტი ჰაერის დაბინძურების 13,5%-ზეა პასუხისმგებელი, სწორედ ამიტომ ევროპული ქვეყნები აქტიურად მუშაობენ, რათა გემების ეკოლოგიურობა მაქსიმალურად გაზარდონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები