მაშინ, როცა საფრანგეთში მცხოვრები ათასობით მიგრანტის ბედი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა და შესაძლოა ქვეყნის დატოვება ნებისმიერ დროს მოუწიოთ, ერთ-ერთ მათგანს ძალიან გაუმართლა.

უსახლკარო და თანაც უსაბუთო მამაკაცმა ლატარიაში 500 ათასი ევრო მოიგო. შემთხვევა ქალაქ მონპელიეში მოხდა და გამარჯვებული 25 წლის ალჟირელია. ის საფრანგეთში 3 წლის წინ ჩავიდა და ამ დრომდე თავს ქუჩაში სიგარეტის გაყიდვით ირჩენდა.

წარსულში არაერთ სირთულესაც გადააწყდა, ლატარიაში მოგებამდე უკანონო ვაჭრობისთვის პოლიციასაც ჰყავდა დაკავებული.

„თავიდან ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამხელა თანხა მოიგო. იფიქრა, რომ 25 ევროს მფლობელი გახდა და ამ ფაქტითაც ძალიან კმაყოფილი იყო. შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ 5-ჯერ 100 ათასი მოიგო“, – იხსენებს იმ მაღაზიის მფლობელი, სადაც ალჟირელმა მომგებიანი ბილეთი იყიდა.

ნახევარი მილიონი ევრო მიგრანტის ცხოვრებას ძირეულად შეცვლის, ის შეძლებს რომ სახლი შეიძინოს, დოკუმენტაცია მოაწესრიგოს და რაც მთავარია ლუკმა პურის საშოვნელად ქუჩაში გასვლაც აღარ მოუწევს.

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები