LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე მავნე ჩვევა, რომელიც დაძინებაში ხელს გვიშლის – ადრენალინი

5
Sleeping

ვერაფერი შეცვლის კარგ და ჯანმრთელ ძილს, მაგრამ მისი გაფუჭება შეუძლია 4 ჩვევას, რომლებზე უარის თქმაც ბევრ ჩვენგანს ძალიან უჭირს. გაგაცნობთ 4 მავნე ჩვევას, რომელიც საღამოს ნორმალურ დასვენებაში ხელს შეგიშლით:

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ძილის წინ სიგარეტს ეწევიან მეორე დილით დაღლილობის შეგრძნებით იღვიძებენ. გარდა ამისა, მწეველებს არ შეუძლიათ დატკბნენ საყვარელი ადამიანის სითბოთი ძილის წინ, რადგან ნიკოტინი აქვეითებს ჰორმონის, კერძოს სეროტონინის გამოყოფას, რაც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

თუ გსურთ მშვიდად გეძინოთ და ღამით არ იხვრინოთ, ძილის წინ ხორცს ნუ მიიღებთ. ეს მძიმე საკვები შეიცავს ბევრ ცხიმსა და ცილას. იმისათვის რომ ორგანიზმმა ხორცი გადაამუშაოს, კარგად უნდა იმუშაოს, ღამე კი სამუშაოდ და კალორიების დასაწვავად საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის.

ზედმეტად ვიწრო ტანსაცმელს შეუძლია დაარღვიოს სისხლის მოძრაობა და ორგანიზმში ჰაერის ცირკულაცია, რაც სხეულის ტემპერატურის მაღლა აწევას იწვევს, ხოლო სეროტონინის დონეს დაბლა სწევს. ამიტომაც დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე რეკომენდებულია თავისუფალი სამოსის ჩაცმა.

მიიჩნევა, რომ რძე კალციუმისა და ცილის საუკეთესო საბადოა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს სასმელი ბევრ ლაქტოზასაც შეიცავს, რომელსაც ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი რთულად შეითვისებს, მაგრამ თუმცა კიდევ უარესია, რომ ეს ნივთიერება სისხლში შაქრის შემცველობას მაღლა სწვეს, რის გამოც ღამით რამდენჯერმე გაგაღვიძებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები