ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გარდაცვლილია 20 წლამდე ასაკის ბიჭი. მძიმედ დაშავდა 2 პიროვნება, ერთ-ერთი მათ შორის ბავშვია. ისინი კლინიკაში უკვე მოათავსეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანას გზაჯვარედინზე გადასვლისას სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მიმდინარეობს გამოძიება.