უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში – მახოს ხიდთან მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა – გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სულ ავტომობილში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.