წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წყნეთი-თბილისის გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.