LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია „T’way Air“ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

106
T’way Air

კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“ სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას გეგმავს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ, 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის სულ რვა ავიარეისის განხორციელება იგეგმება.

აღსანიშნავია, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაშიც შესრულდა კორეული ავიაკომპანიის „Korean Air“ მიერ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას „T’way Air“ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g