ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტში იპოვეს პაპირუსზე შესრულებული წიგნის ფრაგმენტი, რომელიც მეცნიერთა გამოთვლით აქამდე აღმოჩენილ ყველა ძველ წიგნზე 400 წლით ადრეა დაწერილი. ინფორმაციას ამის შესახებ fire news ავრცელებს.
გრაცში ნაპოვნი წიგნი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 260 წელსაა შექმნილი. აქამდე ცნობილი მსგავსი ნაწარმოებები კი ჩვენს ერამდე 150-250 წლებით თარიღდება.
პაპირუსის ნაწილი, რომლის ზომას 15-25 სანტიმეტრზეა, უნივერსიტეტში 1904 წლიდან ინახებოდა. არტეფაქტი იპოვეს იმ ტილოებს შორის, რომელშიც ეგვიპტური მუმია იყო გახვეული. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფრაგმენტი ბრძანების ან რაღაც წერილის ნაწილია.
პაპირუსი რომ წიგნის ნაწილი იყო, ეს ფაქტი რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ეს იყო წიგნაკი სადაც ბერძნულ ენაზე ჩანაწერებს აკეთებდნენ.