LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთენტურობის დადგენის საკითხი მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ: ეკა გიგაური ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე

97
45517F9A-89B9-4E09-B7D3-55591C082D48_cx40_cy6_cw32_w1080_h608

„ვფიქრობ, ავთენტურობის დადგენის საკითხი მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ”, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

“იქიდან არახამიას თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია”, “დაასვენეთ ეს ადამიანი” – ვინ როგორ აფასებს ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერს

როგორც მან აღნიშნა, ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა პრობლემურია.

„ვფიქრობ, ავთენტურობის დადგენის საკითხი მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ. დღეს, მათთვის მნიშვნელოვანია გაარკვიონ თუ ვინ დგას დასავლეთის გვერდით. როდესაც გვესმის ხელისუფლების პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ უერთდებიან, ცხადია, ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა პრობლემურია და შესწავლის საგანი იქნება. თუ ამას არ გააკეთებს საქართველოს მთავრობა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი უწყებები ამას გააკეთებენ”,- აღნიშნავს გიგაური.

ევტუშენკოვი: “ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან “ფეიკია”

„ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა“ – პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, ავთენტურიც რომ იყოს, კანონსაწინააღდეგო არაფერია: კობახიძე ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

„ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს?! ერთი მეგობარი მეორე მეგობარს კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს“ – ზარქუა გავრცელებულ ჩანაწერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები