LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტორმა მეტი მელანი უნდა შეიძინოს“ – „ნეტფლიქსმა“ „ბრიჯერტონის“ მე-3 და მე-4 სეზონები დაამტკიცა

112
page

სერიალის „ბრიჯერტონის“ თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, „ნეტფლიქსმა“ რეიტინგული შოუს მე-3 და მე-4 სეზონები ოფიციალურად დაამტკიცა. სიახლე თავად ლედი უისლდაუნმა გვაცნობა.

„ბრიჯერტონი მე-3 და მე-4 სეზონით დაბრუნდება, ავტორმა მეტი მელანი უნდა შეიძინოს“, – ნათქვამია წერილში.

როგორც ცნობილია, ამჯერად სერიალის მე-2 სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. ცნობისთვის, მეორე სეზონის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს, „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ დაეფუძნება. სიუჟეტი ენტონი ბრიჯერტონის სასიყვარულო ისტორიის ირგვლივ განვითარდება, თუმცა ჩვენ პირველი სეზონის გმირებსაც ვიხილავთ.

ფოტო: „ბრიჯერტონის“ მე-2 სეზონის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები ვრცელდება

ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველი სეზონის მთავარ პერსონაჟს, რეგე-ჟან პეიჯის გმირს მე-2 სეზონში ვეღარ ვიხილავთ. მან პროექტი დატოვა.

რეგე-ჟან პეიჯს „ბრიჯერტონის“ მე-2 სეზონში ვეღარ ვიხილავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები