წელს იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოში 4 060 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2022 წლის პირველ სამ კვარტალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 0.7%-ით შემცირდა, ლეტალობის მაჩვენებელი კი 6.8%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის თანახმად, შემთხვევებიდან 139 სიმთვრალით იყო გამოწვეული. შედეგად 5 704 ადამიანი დაზარალდა, 326 – გარდაიცვალა.
საქსტატი აღნიშნულ სტატისტიკას, შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
