LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზარტული თამაშების სიყვარული – დაავადება, რომელიც სპეციალისტის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება

100

აზარტული თამაშების სიყვარული ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც ნარკომანია და მასაც ჩვეულებრივი მკურნალობა სჭირდება. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერის ეკრანთან ან სათამაშო მაგიდასთან ატარებენ.

აზარტული თამაშები ყოველთვის ბევრ ადამიანს იზიდავდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში უბრალო გასართობი პათოლოგიად იქცევა ხოლმე. ბუნებრივია, თავად მოთამაშე ამ დამოკიდებულებას ძნელად აღიარებს, ამიტომ მოქმედება მისმა ახლობლებმა უნდა დაიწყონ.

ეს არის დაავადება, რომელიც სპეციალისტის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მკურნალობა საკმაოდ კომპლექსურია, მოთამაშეზე გავლენა ერთდროულად პროფესიონალმა ფსიქოთერაპევტმა და ოჯახის წევრებმა უნდა მოახდინონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები