აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა გამართლებულია.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები.
„ჩემი აზრით, ეს ორდერი გამართლებულია. აღსანიშნავია, რომ ის არაა საერთაშორისოდ აღიარებული, მათ შორის ჩვენ მიერ. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს