LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბანდიტური პროპაგანდა” – უკრაინული მედიის თანახმად, სააკაშვილმა პენსიონერს ხელი მოსტეხა (ვიდეო)

142
1562683075_66239440_2293813504203765_2274834165675327488_n

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა.

როგორც odessitua.com იუწყება, ინციდენტი ოდესაში მოხდა. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები სასამართლოში მივიდნენ, სადაც ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს ბრალდება მოუხსნეს. მას ყოფილი ქარხნის შენობის უკანონოდ ყიდვაში ადანაშაულებდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად სასამართლოსთან არეულობის მოწყობას შეეცადა. დაპირისპირებისას სააკაშვილმა პენსიონერს ხელი მოსტეხა.

მომხდარზე სააკაშვილმა მოგვიანებით თავის Facebook-ზე დაწერა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„ეს ქალი გამოვარდა სასამართლოდან, ტრუხანოვის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდა და მოითხოვდა, რომ ოდესიდან გავთრეულიყავით. ამასთან, ის აგრესეულად იქნევდა ორივე ხელს, რომელსაც მოტეხილის არაფერი ეტყობოდა. ასე მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა”, – წერს ოდესის ექსგუბერნატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები