LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარბის“ როლის შესრულებისთვის მარგო რობი 50 მილიონ დოლარს მიიღებს – რატომ აიკრძალა გრეტა გერვიგის ფილმი ლიბანსა და ქუვეითში

189
page

გრეტა გერვიგის ფილმმა „ბარბიმ“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფილმის გამოსვლიდან ორ დღეში მისმა შემოსავალმა 155 მილიონი დოლარი შეადგინა. გრეტა გერვიგი გახდა პირველი ქალი რეჟისორი, რომლის ფილმმაც კინოგაქირავებაში 1 მილიარდი დოლარი მოაგროვა.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ, მარგო რობი კინოგაქირავებიდან 50 მილიონ დოლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მთავარი როლის შესრულების გარდა, რობი ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც გახლავთ.

„ბარბის“ ტრიუმფი – გრეტა გერვიგი გახდა პირველი ქალი რეჟისორი, რომლის ფილმმაც კინოგაქირავებაში 1 მილიარდი დოლარი მოაგროვა

„ბარბის“ ტრიუმფი და 155 მილიონ დოლარიანი შემოსავალი ორ დღეში

ასევე ცნობილი ხდება, რომ ლიბანში ფილმი აიკრძალა. განცხადების თანახმად, ამის მიზეზი „ჰომოსექსუალობის რეკლამირებაა“. კულტურის მინისტრის განმარტებით, ფილმი დაპირისპირებაში მოდის ქვეყნის რელიგიურ ღირებულებებთან. ლიბანის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ ერთმა არაბულ სახელმწიფომ, ქუვეითმა მიიღო.

მარგო რობი „ვივიენ ვესტვუდის“ მიერ შექმნილ „ბარბის“ ვარდისფერ კაბაში ლონდონურ პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები