ჯორჯ ფლოიდის მკვლეობას აშშ-ში დიდი ვნებათაღელვა და საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სულ ცოტა ხნის წინ, კანიე უესტმა ფლოიდის ქალიშვილს სწავლა დაუფინანსა.
ახლა კი ირკვევა, რომ 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელმა მომღერალმა, ბარბრა სტრეიზანდმა ფლოიდის 6 წლის ქალიშვილს, ჯინას ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის, „დისნეის“ აქციების წილი გადასცა.
„დიდ მადლობა ვუხდი ბარბრა სტრეიზენდს, ახლა უკვე დისნეის აქციის მფლობელი ვარ“, – დაწერა ჯინამ „ინსტაგრამზე“.
https://www.instagram.com/p/CBYSZ4pnqeP/?utm_source=ig_embed