ბათუმის ბულვარში მდებარე “რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ე.წ კაფე „ფანტაზია“, იგივე “რვაფეხა”, ძველი სახით აღდგა.
რვაფეხას რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები, რომელიც თავდაპირველად არსებული მინანქრით მოპირკეთდა.
ცნობისთვის, „რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფონდი “ქართუს” მიერ განხორციელდა.



