ბათუმში ძლიერი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადიო „ფორტუნას“ კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლი ავეჯის საამქროში გაჩნდა. 12 სახანძრო მანქანა ერთი საათის განმავლობაში ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას. არის საშიშროება, რომ ხანძარი საამქროს გვერდით მდებარე საღებავების საწყობსაც გადაედოს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, არ არიან დაშავებულები.
