LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ერთ-ერთი სკოლის ეზოში რამდენიმე ძირი მარიხუანაა დარგული

71
მარიხუანა ბათუმის სკოლის ეზოში

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ეზოში მარიხუანაა დარგული. ინფორმაციასა და შესაბამის კადრებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარიხუანას ძირში სპეციალურად, ხის პატარა ჯოხებიც არის ჩამაგრებული. მიწა დამუშავებულია.

სკოლასთან იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ისინი ექსპერტებს ელოდებიან, რის შემდეგაც ნიმუშების აღება მოხდება.

შემთხვევის ადგილას იმყოფებინ განათლების სამინისტროს თანამშრომლებიც.

სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, უცნობია როგორ მოხვდა მარიხუანას ნერგები სკოლის ეზოში.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები