LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, ეს საოცარია – თენგიზ ცერცვაძე

471
tengiz-cercvaze

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფექციონისტების და ექიმების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან – თენგიზ ცერცვაძე

მან სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ასევე განმარტებები გააკეთა მედიკამენტებთან დაკავშირებითაც:

„მე ვისაუბრე პრეპარატ ტოცილიზუბაბიზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, რადგან ძალიან სერიოზული შეზღუდვები აქვს. იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. ასევე საუბარი იყო პლაზმაფერეზზე, რომელიც ეფდიეიმ 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცა „კოვიდის“ სამკურნალოდ. პლაზმაფერეზიც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, როდესაც თან მოყვება რიგი მავნე ნივთიერებებისა და იყო ამაზეც საუბარი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ პლაზმაფერეზი, იყო ორი წარმატებული სეანსი. საუბარი იყო ახალ მიდგომებზეც. მაგრამ ძირითადი საუბარი ჯერ მაინც იყო იმ გამოცდილებებზე და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღეს კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა – ლევან რატიანი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7-მა პაციენტმა დაამარცხა - სულ გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g