ბათუმში, ავტომობილის შეჯახების შედეგად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ავტომობილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა.
გავრცელებული ცნობითვე, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
