LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობაში დაშორებულმა ტყუპებმა ერთმანეთი 81 წლის შემდეგ იპოვეს

146
2023-parents-died-10-kids-762609

აშშ-ში ბავშვობაში დაშორებულმა დებმა ერთმანეთი 81 წლის შემდეგ იპოვეს. მათ ისტორიას New York Post ავრცელებს.

90 წლის მაურილია ჩავესმა და ანდრეა ლოპესმა მშობლები 5 წლის ასაკში დაკარგეს და ნათესავებთან მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება. რაღაც მომენტში გოგონები გაცალკევდნენ და ერთმანეთი 9 წლის ასაკიდან აღარ უნახავთ.

2023 წლის ბოლოს ტყუპებმა ერთმანეთის პოვნა დნმ ანალიზის დახმარებით შეძლეს. ანალიზი ქალებს სხვა და-ძმების პოვნაშიც დაეხმარა, რადგან მათთან კავშირიც დაკარგული ჰქონდათ. ნათესავები ერთმანეთს რამდენიმე კვირის განმავლობაში ურეკავდნენ და თითქმის ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდათ, შემდეგ კი 81 წლიანი განშორებაც დასრულდა.

„ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას კიდევ ვნახავდი. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ვტირი პატარა ბავშვივით, არის ის, რომ მე ძალიან მარტოსული ვიყავი. არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს, თუმცა რაც სინამდვილეში მჭირდებოდა – ეს ჩემი და იყო“, – ამბობს ჩავესი.

ტყუპები დაკარგული დროის ანაზღაურებას ერთად ცხოვრებით აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები