LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვობაში საჭიდს ვერ სწვდებოდა, ბოლომდე ეწვალა, არ მოეშვა მანამ, სანამ მთელმა დარბაზმა ტაში არ დაუკრა და „სიმბა“ არ იძახა… შემდეგ გაღიმებული და ამაყი დაეშვა“ – გიორგი კომახიძე არჩილ ბადიაშვილზე

197
არჩილ ბადრიაშვილი

მწვერვალ შხელდაზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი 34 წლის ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გიორგი კომახიძე აქვეყნებს. გიორგი კომახიძე იმ პერიოდის შესახებ წერს, როდესაც არჩილი თავის საყვარელ საქმეში პირველ ნაბიჯებს დგფამდა და აღნიშნავს, რომ არჩილით, რომელსაც „სიმბას“ ეძახდნენ, პატარაოდნიდანვე ამაყობდნენ და იამაყებენ.

„აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო, ზღაპრული სამყაროს გმირი გახდა, ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა, საკუთარ თავზე იმარჯვებს… გვიყვარხარ ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში“ – რატი ამაღლობელი არჩილ ბადრიაშვილზე

„მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი… ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!“ – მეგობრები ტრაგიკულად გარდაცვლილ არჩილ ბადრიაშვილს ემშვიდობებიან

„Archil Badriashvili, რომ ზურამ მოიყვანა ჩემთან სავარჯიშოდ, იმდენად პატარა იყო, რომ ცოცვისას ხურდა გადმოუვარდა, შევუცვალე, მოვატყუე გატყდათქო და რაც უფრო მაღლა ახვალ, უფრო მეტად გატყდება მეთქი. გაოცებულმა და გაღიმებულმა შემომხედა. მეორე დღიდან ხურდებით შეიარაღებულები დავდიოდით.

მალევე შეჯიბრი დაანონსდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკისთვის არ იყო გათვლილი, არჩილი მაინც გამოვიყვანე და წარვადგინეთ როგორც – არჩილ ბადრიაშვილი „სიმბა“. კედლის შუაში, სადაც რთული მონაკვეთი იყო და ფიზიკურად ვერ სწვდებოდა საჭიდს, ბოლომდე ეწვალა, არ მოეშვა მანამ, სანამ მთელმა დარბაზმა ტაში არ დაუკრა და სიმბა არ იძახა. გაღიმებული და ამაყი დაეშვა.

ასეც გააგრძელა, მისით პატარაობიდან ვამაყობდით და ვიამაყებთ. არჩილმა თავისი კვალი დატოვა და მსოფლიოს უმაღლესი ჯილდო „ოქროს წერაყინიც“ მიიღო.

მშვიდობით, სიმბა 💔“,- წერს გიორგი კომახიძე.

„მთამსვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო – თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები“ – როგორ დაიწყო მთამსვლელობა და ვინ იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი

„ის ბიჭი, მეხმა რომ ჩამოაცილა, კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც“ – მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილია

Archil Badriashvili, რომ ზურამ მოიყვანა ჩემთან სავარჯიშოდ, იმდენად პატარა იყო, რომ ცოცვისას ხურდა გადმოუვარდა,…

Posted by Giorgi Komakhidze on Monday, August 12, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g