LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვს ეკრანთან კვების უფლებას ნუ მივცემთ” – როგორ იმოქმედა პანდემიამ ბავშვებში სიმსუქნის პრობლემებზე

125
pediatri nino

პედიატრმა ნინო თოთაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, ბავშვებში სიმსუქნის პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გლობალურ დონეზე სიმსუქნე ბავშვებში საკმაოდ მწვავე პრობლემაა, პანდემიამ კი ვითარება უფრო მეტად გაამწვავა.

პედიატრი ურჩევს მშობლებს, ბავშვებს ეკრანთან კვების უფლება არ მისცენ.

“სიმსუქნე ეს არის გლობალურად მიმდინარე პრობლემა ბავშვებში. პუტკუნა ბავშვი ნამდვილად შეიძლება იყოს ჯანმრთელი, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ სიმსუქნე და ჭარბი წონა არის ჯანმრთელობა, ეს არ არის ტოლობა – პირიქით, ამ შემთხვევაში, მთელ რიგი სწორი მექანიზმებია გასატარებელი.

ბუნებრივია, ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს დაბალანსებული კვება, განათლების უფლება და წვდომა სამედიცინო სერვისებზე, მაგრამ, მთავარია ამ ყველაფრის დაყვანა რამდენად ხდება თითოეულ ბავშვზე.

სიმსუქნე შეიძლება 3 ფაქტორით იყოს გამოწვეული – გენეტიკური, ქცევითი, ანუ როგორია მისი კვების რეჟიმი დღის მანძილზე და გარემო ფაქტორები, ამ შემთხვევაში, ხელშემწყობი გამოდის პანდემია. ეს ისედაც გლობალური პრობლემა იყო და პანდემიამ კიდევ დაამატა.

არის სტატისტიკა, რომ, დაახლოებით, 5 საათით გაიზარდა თითოეული ბავშვის ეკრანთან მიჯაჭვულობა. შესაბამისად, იზრდება ნახშირწყლოვანი პროდუქტის მიღების რისკი. მშობლებს ვურჩევდი, ბავშვს ეკრანთან კვების უფლებას ნუ მივცემთ, შეძლებისდაგვარად შევუზღუდოთ ეკრანთან დამოკიდებულება. მათთან ერთად გააკეთონ საკვები და შესთავაზონ ბავშვს ორი დადებითი საკვები, ანუ სასარგებლო. არჩევანის უფლება ბავშვებს, მაგრამ ორივე მათგანი უნდა იყოს დადებითი,”-განაცხადა პედიატრმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები