LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძემ წილკნის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ ბავშვებს პირველი ივნისი მიულოცა

423
ჯანდაცვის სამინისტრო

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, წილკნის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ ბავშვებს პირველი ივნისი მიულოცა“ – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელი არსებულ პირობებსა და არასრულწლოვანების საჭიროებებს გაეცნო.

„ადგილზე, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა იზრუნეს. მინისტრის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არასრულწლოვანები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრობენ“, – აცხადებენ უწყებაში.

magti 5g