LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: „დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე დასწრება მარკ რუტემ და კირ სტარმერმაც დაადასტურეს“

123
კირ სტარმერი, მარკ რუტე

BBC-ის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას დაესწრება.

ხვალ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას ასევე დაესწრება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

ცნობისთვის, მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონი განაცხადეს, რომ ვაშინგტონში ჩავლენ და დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g