აკა სინჯიკაშვილმა მცირე ხნის წინ ბებოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, ვინაიდან ის ქუჩაში ცხოვრობდა. როგორც აკა წერს, კარგარეთელის ქუჩის კუთხეში მცხოვრები ბებია ზამთარს იქ აღარ გაატარებს.
გთავაზობთ პოსტს:
„კვირის უმაგრესი ამბავი ❤ კარგარეთელის ქუჩის კუთხეში ბებო ზამთარს აღარ გაატარებს ❤ 10 წლის შემდეგ, დღეს პირველად დაიძინებს საწოლში ❤ თავისი თბილი ოთახი აქვს, აბაზანა და ოჯახური გარემო ❤კლინიკაში ჩაუტარდა საჭირო გამოკვლევები და წამლებიც აქვს. ასევე ექნება ყველა საჭირო ნივთი. უამრავი მადლობა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას, მართლა თან გადაჰყვნენ ბებოს და მადლობა არ შველის იმის თქმას, რასაც იმსახურებს ქალბატონი ირმა ბრეგვაძე, რომელიც მშობელივით მოექცა უსახლკარო, ავადმყოფ მოხუცს ❤ ბებოს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩვენ მივხედავთ და მოვუვლით ერთად, რომ ნელ-ნელა გამოჯანმრთელდეს ❤ თქვენი დახმარებაც ისევ დაგვჭირდება რომ შევძლოთ და რაც შეიძლება მალე გახდეს კარგად. მთელი ქალაქი გულშემატკივრობდა ბებოს და გიჟივით მიხარია, რომ გამოვასწორეთ საქმე ))) ❤
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“