LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერი ხალხი ყოფილა, გასაკვირი არ არის: ,,კოპენჰაგენში შუქნიშანზე გაჩერებულია 700 ველოსიპედი და 3 მანქანა“

413
Cyclists-at-red-2 (1)

ინტერნეტმომხმარებელი დაჯი ლიპარტელიანი “მოგზაურთა კლუბში” მკითხველს დანიაში გატარებულ თავგადასავლებსა და საკუთარ ემოციებს უზიარებს.

ქართველი მოგზაური იქ არსებულ სატრასპორტო პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ავტომობილების ადგილს კოპენჰაგენში ველოსიპედი იკავებს. როგორც ქართველი მოგზაური ამბობს, არ არის გასაკვირი, რომ დანიელები ბოლო კვლევევის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ხალხია.

ლიპარტელიანი კოპენჰაგენის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

“კოპენჰაგენის ბილეთები უცებ ვიყიდეთ და თითქოს გაფრენის დღემდე არც მიფიქრია სად მივდიოდი და რა უნდა მენახა.გავიკითხ-გამოვიკითხე და გავარკვიე, რომ საკმაოდ ძვირ ქვეყანას მივადექი, თან წვიმა იყო გამოცხადებული და რაღა გაეწყობოდა, ჩავბარგდით და გავფრინდით…დაბინავების შემდეგ განწყობა იცვლებოდა, ქუჩიდან ქუჩაზე, ხიდიდან ხიდზე იმატებდა ბედნიერების ჰორმონები ორგანიზმში.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საკმაოდ უხეშია და ქუჩები არც ისე სუფთა , მაინც ყველაფერი საოცარი იყო.

1. კოპენჰაგენში შუქნიშანზე გაჩერებულია 700 ველოსიპედი და 3 მანქანა .

2. პატარა ქალაქს ეძახი, ყველაფერი 2 ფეხის ნაბიჯზეა და ამ დროს საოცარი სივრცის შეგრძნება გაქვს.

 

3. არქიტექტურა არც ჩაგყლაპავს და არც მოგაწყენს.

4. დანიელებმა კარგი გართობა იციან ! ყველა ცხელ წერტილში 80% ადგილობრივი მოსახლეობის გულაობით იწყებოდა და მთავრდებოდა დღე !

5. ელექტრო სკუტერებით გადაადგილდები უპრობლემოდ (ჩემ თავს გამოვაკლებ ამ შემთხვევაში)

დანიელები ბოლო კვლევევის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ხალხი ყოფილა, ნამდვილად არაა გასაკვირი”, – წერს ლიპარტელიანი.

 

გაიგეთ უფრო მეტი :

რატომ უნდა ვიაროთ სამსახურში ველოსიპედით – ჰოლანდიის პრემიერი გირჩევთ

დანია – ველოსიპედით მოგზაურობის მოყვარულთა საყვარელი ქვეყანა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g