ბენ აფლეკი დღესასწაულებს ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან და შვილებთან ერთად გატარებს. ამის შესახებ სანდო წყარომ გამოცემა People-ს განუცხადა.
„ჯენიფერს სურს, რომ მისი შვილები ბედნიერები იყვნენ. ის დღესასწაულების გატარებას ბენთან ერთად გეგმავს“, – აცხადებს ინსაიდერი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა არ წყდება საუბარი ექს-წყვილის შერიგებაზე. მადლიერების დღე ბენმა სწორედ ჯენიფერ გარნერთან ერთად გაატარა, ისინი ბევრს ხალისობდნენ და ფოტოობიექტივის წინაშე ერთად პოზირებდნენ.


