LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი სარეაბილიტაციო ცენტრში დაბრუნდა – მსახიობს თან ყოფილი მეუღლე ახლდა (ფოტო)

95

უკვე წლებია, რაც ბენ აფლეკი ალკოჰოლიზმს ებრძვის. ალკოდამოკიდებულებასთან ბრძოლა აფლეკმა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო, 2017 წელს კი მან განმეორებითი კურსი გაიარა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 46 წლის ვარსკვლავმა სარეაბილიტაციო ცენტრს კიდევ ერთხელ მიაკითხა და 40 დღიანი გამოსაჯანმრთელებელი კურსი ჩაიტარა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ დღეებში, დაღვრემილი ამერიკელი მსახიობი, პაპარაცებმა კვლავ კლინიკისკენ მიმავალი დააფიქსირეს. ინსაიდერის ინფორმაციით, აფლეკს ამ ნაბიჯისკენ განქორწინებამ უბიძგა, რომელიც მან მძიმედ გადაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ აფლეკის დიდი სურვილია მომაკვდინებელი ჩვევა მალე დაძლიოს, როგორც ჩანს, 3 შვილის მამა სისუსტეს კვლავ ებრძვის, რთულ პერიოდში კი მას ძველებურად ჯენიფერ გარნერი ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად ოქტომბერში დაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები