მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური წყვილების ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდება, არის გამონაკლისი შემთხვევებშიც. მაგალითისთვის, ბენ აფლეკიც გამოდგება, რომლისთვისაც ჯენიფერ გარნერთან განქორწინებას ხელი არაფერში შეუშლია, რადგან ისინი ძველებურად ზრუნავენ ერთმანეთსა და საერთო შვილებზე.
საინტერესოა, რომ ამ დღეებში, მედია 46 წლის მსახიობისა და მისი ექს-პარტნიორის, ლინდსი შუკუსის განახლებულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა. ინსაიდერის ინფორმაციით, ხუთი თვის შემდეგ, მათ ურთიერთობა მართლაც აღადგინეს, თუმცა საუბარი ამ ეტაპზე მხოლოდ მეგობრულ კავშირზეა.
შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკისა და ლინდსი შუკუსის შესახებ პირველად 2014 წელს ალაპარაკდნენ, თუმცა მათი ერთად ყოფნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ დადასტურდა, როცა ისინი პაპარაცებმა ერთმანეთის კამპანიაში არაერთხელ დააფიქსირეს. ცნობილია, რომ ბენმა ლინდსის ,,ფლეიბოის” მოდელთან უღალატა, რამაც შუკუსის გრძნობებს აფლეკის მიმართ წერტილი დაუსვა.