20 ივნისს, ბენსონ ბუნი მეორე სტუდიურ ალბომს – American Heart გამოუშვებს. დისკი 10 სიმღერას აერთიანებს, რომელთაგან უკვე ცნობილია სინგლები: Sorry I’m Here for Someone Else და Mystical Magical.
არტისტი მომავალი მუსიკალური პროექტის მხარდასაჭერ ტურნეშიც გაემგზავრება. American Heart Tour აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში, ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის 31 კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი, რეკორდულ დროში გაიყიდა. წინა კვირის პარასკევს დაწყებულ ბილეთების გაყიდვებზე, 2 დღეში ,,სოლდ აუთი” გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ბენსონ ბუნმა პოპულარობა შარშან, სიმღერით – Beautiful Things მოიპოვა. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომის – Fireworks & Rollerblades რელიზი, გასული წლის 5 აპრილს შედგა.